ამბობენ, თვალები სულის სარკეაო, მე კი მგონია, სახეა ადამიანის სულის სარკე - თითოეული ნაოჭით, მიმიკით , გამოხედვითა და ტუჩის მარცხენა კუთხის აწევით გამოხატული პატარა, მორიდებული ღიმილით. მგონია, ყველაზე მეტყველია თვალები, გაუკონტროლებელი წამოწითლება, უნებურად შეკრული კოპები და ძალიან ღრმა, ხშირად სევდიანი მზერა... სახეები ქარის ქალაქიდან აერთიანებს სულის სარკეებს. თითოეული მათგანში კი ალბათ ადამიანთა მთელი სევდაა მოქცეული - კოლა პაპას დარდი „უშვილძიროდ გადაგების“ გამო... მარო ბებოს სინანული - მთებში ჩაკარგულ პატარა სოფელში მარტოდმარტო დარჩენისა... თედო პაპას სიამაყე, მისი ასაკისა და წითური დამხმარის ჯანიანობის გამო ... ე.წ საზღვრისპირელი ქალების ღიმილი, რომელიც მათ მავთულხლართებთან თანაცხოვრებაშიც კი აძლიერებს. მაყვალა ბებოს შვილიშვილების მონატრება და იმედი, რომ მისი სიცოცხლე მის „მონაგარში გაგრძელდება“... სახე სული სარკეა, სული - ცხოვრების მემატიანე... სახეები ქარის ქალაქიდან - მზერით მოყოლილი ისტორიები...

 

 

 

 

 

  ავტორები: 
  ლიანა მარქარიანი, თამუნა ზარანდია, სოფო კურდღელაშვილი, ნოდარ ლაფანაშვილი

 

მომზადებულია სასწავლო კურსის “ბეჭდური მედია პრაქტიკუმი“-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი მაია ტორაძე.