ეს ქეთოა, 13 წლის ზაკო მუშკუდიანის დედა. მას ორსულობისას უთხრეს, რომ ,,რაღაც რიგზე არ იყო“, თუმცა სიტყვა - აქონდროპლაზია არავის უხსენებია. მშობიარობის შემდეგაც ექიმებს არაფერზე გასჩენიათ ეჭვი. როდესაც ზაკო რვა თვის იყო, სწორედ მაშინ შეატყო დედამ ბავშვს, რომ თავთან შედარებით კიდურების არაპროპორციულად ეზრდებოდა:
,,როდესაც ორთოპედთან მივიყვანე, მან მაშინ პირდაპირ მითხრა, ბავშვი არ გაიზრდებაო. ვიკითხე და მოვითხოვე მედიკამენტოზური მკურნალობა. ორთოპედმა კი მითხრა, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი ბაზარზე უბრალოდ არ არსებობდა“
|სრული მულტიმედია სტატია წაიკითხეთ ბმულზე დაწკაპებით|