ჩვენ შესახებ

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მულტიმედია ცენტრი, როგორც ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, პრაქტიკულ სამუშაოზე მორგებული მრავალფუნქციური სასწავლო რგოლია, რომლის   მიზანს წარმოადგენს   აკადემიური ცოდნისა და უახლესი სტანდარტების პრაქტიკული გამოცდილების შერწყმა,  სტუდენტებში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება და მისი განვითარების ხელშეწყობა.

მულტიმედია ცენტრის ბაზაზე არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსების კომპილაცია საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაეუფლონ თანამედროვე მულტიმედიურ ტექნოლოგიებს და მომზადებული შევიდნენ  შრომით მედია-ბაზარზე.

მიზანი:

ევროპული სტანდარტების პრაქტიკულ ელემენტებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა და განვითარება.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და უნივერსიტეტის პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველყოფა.

სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის აუცილებელი მასალებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საქმიანობის პოპულარიზაცია მულტიმედიურ პლატფორმაზე.

ამოცანები:

ცენტრის რესურსების ჩართვა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესში სწავლების თანამედროვე და ეფექტიანი შესაძლებლობების გამოსაყენებლად.

ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის ხელშეწყობა - სალექციო კურსზე დაფუძნებული მედია-პროდუქციის შექმნა, სამეცნიერო და კვლევითი პროცესების ვიზუალიზაცია და სხვა.

  • სტუდენტთა ჩართვა ცენტრის საქმიანობაში.
  • მედია-არქივის შექმნა, განახლება, განვითარება.
  • საგანმანათლებლო-პრაქტიკული ტრენინგების ორგანიზება.

სტრუქტურა

მულტიმედია ცენტრს ხელმძღვანელობს მარინა სალუქვაძე.

ცენტრის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექტორებში:

ტელე-რადიო სექტორი; 

ვიზუალური დოკუმენტალისტიკის სექტორი;

პრეპრინტის სექტორი.