საზოგადოება

დისკურსი, როგორც სოციალური რეალობის კონსტრუირების ინსტრუმენტი და მისი ანალიზი

2018-12-20

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი “სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში”, რომლის ფარგლებშიც სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა, ლია წულაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე: "დისკურსი, როგორც სოციალური რეალობის კონსტრუირების ინსტრუმენტი და მისი ანალიზი."