შორეული აღმოსავლეთის მიმართ არსებული მზარდი ინტერესის საპასუხოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს ორი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - იაპონისტიკა და სინოლოგია, იგივე ჩინეთის მცოდნეობა, მომზადდა და აკრედიტაციაც წარმატებით მოიპოვა.
იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ეგზოტიკური ქვეყნები აინტერესებთ, შეეძლებათ იაპონურ ან ჩინურ ენასთან ერთად სასურველი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, რელიგიისა და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შესწავლა.
დეტალები იხილეთ ჩვენი სტუდენტის, მარიამ სულავას სიუჟეტში.
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე.