ამერიკული მედიაგანათლების პროგრამა WorldChicago

2021-12-08

ამერიკული მედიაგანათლების პროგრამა WorldChicago წარმატებით განაგრძობს საქართველოში საქმიანობას და ახალი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს. 29 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის უნივერსიტეტების ექსპერტთა ჯგუფითბილისსა და რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს მედიასკოლების წარმომადგენლებთან. თბილისში, სამი დღის მანძილზე უკვე გაიმართა საინტერესო ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები, რომლებშიც სხვა მედიასკოლებთან ერთად, მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომაგენლობაც. 4 დეკემბერს კი სტუმრებს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებამ და მულტიმედია ცენტრმა უმასპინძლეს.

 

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკული მედიაგანათლების პროგრამისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და ექსპერტები: დენის მეტსონი, ჯენიფერ დიქსონი, ნათან კარპენტერი, ჯოენ მარტინი, ლორა ტრენდლ-პოლუსი,სოფო ბზიშვილი და გიგი წიკლაური. მასპინძელთა მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამის კურსდამთავრებულები: მანანა შამილიშვილი, მარინა სალუქვაძე, ნათია კუპრაშვილი, ნინო ჭალაგანიძე; ასევე, მოწვეული ლექტორი, პროდიუსერინათია რაჭველიშვილიდა მულტიმედია ცენტრის თანამშრომელი ლიანა მარქარიანი.

 

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა თამარ დოლბაიამ. მან ისაუბრა მედიაგანათლების პროგრამაში თსუ-ს მედიასკოლის მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მიღწევებს აკადემიურ საქმიანობაში და მადლობა გადაუხადა პროგრამის განმახორციელებლებს საქართველოში ჟურნალისტური განათლების განვითარებაზე ზრუნვისთვის. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აგრეთვე საქართველოში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელი სოფო ბზიშვილი.

 

მედიაგანათლების პროგრამის კონცეფციიდან გამომდინარე, რაც მასში მონაწილეობით მიღებული ცოდნის სასწავლო და სამეცნიერო პრაქტიკაში იმპლემენტაციას გულისხმობს, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო თსუ-ს მედიასკოლისა და მულტიმედია ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და სასწავლო პროცესში განხორციელებული ცვლილებების დემონსტრირება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის კურსდამთავრებულებმა შეიმუშავეს პროექტები, რომლებიც აშშ - ს დემოკრატიის განვითარების მცირე გრანტის პროგრამით დაფინანსდა - კერძოდ, მულტიმედია ცენტრის პროექტი: „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის, თსუ-სა და რეგიონული უნივერსიტეტების მედიასკოლების ერთობლივი პროექტი: "ისწავლე ჟურნალისტიკა ონლაინ". ორივე პროექტის იდეა ნასაზრდოებია სწორედ მედიაგანათლების პროგრამით შეძენილი გამოცდილებით. ამ ერთგვარი ინსპირაციით შეიქმნა ძალზე საინტერესო და სასარგებლო  პროდუქცია, რომლის ჩვენებაც აღნიშნულ დღეს, თსუ-ში შედგა. უნდა ითქვას, რომ შეხვედრა იგეგმებოდა უშუალოდ საუნივერსიტეტო სივრცეში, მაგრამ პანდემიურმა ვითარებამ ცვლილება შეიტანა  დათქმულ „დღის წესრიგშიც“ და პრეზენტაციამ „ზუმის“ პლატფორმაზე გადაინაცვლა.

 

შეხვედრის მონაწილეების წინაშე წარდგენილი იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი  პრეზენტაცია, მათ შორის:

 

  • სააკრედიტაციოდ მომზადებული ახალი, ე.წ. დუალური სამაგისტრო პროგრამის: „ციფრული მედია და ინოვაციები“ პრეზენტაცია. პროგრამა შემუშავდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ.

 

  • ჟურნალისტიკის რესურსცენტრის, თსუ-სა და რეგიონული უნივერსიტეტების მედიასკოლების ერთობლივი პროექტის: "ისწავლე ჟურნალისტიკა ონლაინ" შედეგების პრეზენტაცია. მიმდინარე წლის მანძილზე მონაწილეთა მიერ მომზადდა სასწავლო მასალები ციფრული მედიის შემსწავლელთათვის სამი ძირითადი სასწავლო მიმართულებით: „ტრანსმედია“,„სთორითელინგი“ (ამბავთხრობა) და „პოდკასტინგი“. გარდა საკითხავი მასალებისა, მომზადდა ასევე ვიდეოლექციები პრაქტიკოს ჟურნალისტთა მონაწილეობით. ყველა მასალა თავმოყრილია ვებგვერდზე: mediaedu.ge. ამ რესურსით ისარგებლებენ აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტები.

 

  • სტუდენტური ნაშრომების ელექტრონულ კრებულის - „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“ პრეზენტაცია. კრებული შეიქმნა ამავე სახელწოდების კონფერენციის მასალების მიხედვით, საგრანტო პროექტის - „მედიაწიგნიერები სგაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ - ფარგლებში. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა24 თებერვალს, ამავე პროექტის განმახორციელებელთა ორგანიზებით. კრებულში შესულია 12 ავტორის სტატია, რომელთა შორის, გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, არიან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

  • თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტების მიერ თავისუფლების თემაზე შექმნილი ფილმების ვიდეოკოლაჟის პრეზენტაცია. ფილმები სშექმნის კონცეფცია შემუშავდა საგრანტოპრო ექტით - „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“. შემოქმედებით პროცეს სხელმძღვანელობდა ჟურნალისტიკისა და მასობრივიკომუნიკაციის მიმართულების მოწვეული პედაგოგი, პროდიუსერი ნათიარაჭველიშვილი.

 

ასე მრავალფეროვნად, ხელხვავიანად წარსდგნენ პროფესიონალი შემფასებლების წინაშე  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლისა და მულტიმედია ცენტრის წარმომადგენლები. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელმაც გამოკვეთა პროექტების განვთარების სამომავლო პერსპექტივები. ამასთანავე, გაჩნდა სტუდენტური ფილმების ექსკლუზიური ჩვენების იდეა. აპლოდისმენტებისა და ემოციური კომენტარების ფონზე დასრულდა საინტერესო შეხვედრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა სტუმარიც და მასპინძელიც, რომ სასარგებლო საქმისთვის გაღებული ძალისხმევა, სასიკეთო ცვლილებებისთვის უშურველად დახარჯული ენერგია ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს.

 

მედიაგანათლების პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები კვლავაც არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს. ამის რწმენას გვაძლევს ჩვენი გულისხმიერი პარტნიორების მუდმივი ზრუნვა ჟურნალისტური სწავლების ხელშეწყობისთვის, ქართული მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის. და როდესაც გულწრფელი  წადილი თანხვდება დიდ მონდომებას, ისეთი კეთილი ბოლო მოაქვს, რისი მოწმენიც გავხდით ამ ღირსშესანიშნავ თავყრილობაზე. 

 

#TSU

#TSUjournalismandmasscomunications

 #TSUmultimediacenter

#embassyofUSAinGEORGIA