"მედეას გაპარვა", მწუხრი, ჭაობების ხეობა

ფაზისი( დღევანდელი ფოთი) , სადაც ზღვის ტალღებსაც ძველი მითების და ლეგენდების სურნელი მოაქვთ... ჩვენ წარმოშობით ამ ზღვისპირა ქალაქიდან ვართ და ყოველდღე ვხედავთ იმ სივრცესა და ჰორიზონტს, რომელსაც ჩვენი წინაპრები (კოლხები) უმზერდნენ.

მედეას გზაზე, იქ ,სადაც ბავშვობა გავატარეთ: მზის ჩასვლას ვუყურებდით, ჭაობების უსასრულო ველზე დავრბოდით და ვთევზაობდით დაიწყო ჩვენი "წარმოსახვითი მოგზაურობა"-თითქოს დროში დავბრუნდით და ამ კონცეპტუალური ფოტოებით გავაცოცხლეთ კოლხი ქალის მედეას ვნებები...

 

 

 

 

ავტორები - კოკა ქარდავა და ანი ბართია

თსუ ის სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,

ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები