სადაც არ უნდა ვიყო, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში ან საქართველოს საზღვრებს გარეთ გული ყოველთვის სამცხე ჯავახეთისკენ მიმიწევს . ეს არის ჩემი მშობლიური ადგილი, კუთხე. აქ არის ჩემი ფიქრები, ოცნებები და სული... აბულის მთა ჯავახეთის სიამაყეა. ზოგჯერ მშურს კარტოფილის მინდვრებზე მომუშავე ადამიანების , რომლებიც ყოველ დღე , სხვადასხვა მხრიდან ხედავენ ამ სილამაზეს. აბულის მთა ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან მოსჩანს, მაგრამ არა ჩემი სახლის ფანჯრიდან. ხშირად ავმდგავარ რიჟრაჟზე და გავსულვარ, რომ კიდევ ერთხელ დამენახა დილის მზის სხივებში გახვეული აბულის მთა.

 

 

 

 

სოფელ კარწახზე ბევრი რამ მსმენოდა და ვიცოდი, რომ აქ იყო აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმი.ეს ულამაზესი სოფელი ახალქალაქიდან შორს მდებარეობს და იქ ჩასვლა მხოლოდ ახლახან მოვახერხე. კარწახი, თურქეთის საზღვართანაა ახლოს სოფლის ტბა აქ ორად იყოფა, ერთი ნაწილი საქართველოშია, ხოლო მეორე ნაპირი თურქეთში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სოფელში შესვლისთანავე ვიგრძენი იდუმალი, მისტიური გარემო. გვიანი საღამო იყო. ნელ - ნელა ბნელდებოდა. სახლის სახურავებიდან ზანტად ამოდიოდა თეთრი ბოლი და შინისკენ მიმავალი ძროხები თითქოს ამ ბოლს მიყვებოდნენ..

 

 

 

 

ავტორი - რიმა მარანგოზიანი

თსუ ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის,

ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი.

ხელმძღვანელი, ნათია რაჭველიშვილი