ლევან ხარანაული გამოფენებში 1983 წლიდან მონაწილეობს,პირველი გამოფენა არ ახსოვს.ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო,მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბებო იყო,რომელსაც ყოველთვის ეცალა შვილიშვილისთვის.პირველად სწორედ ბებოს პორტრეტი დახატა.იტალიში,გამოფენაზე გაყიდვაც შესთავაზეს მაგრამ არ დათანხმდა.

 ამ ამბის შელამაზებას არ ცდილობს და გულწრფელად ამბობს,რომ ნახატების გარკვეული ნაწილი გამოფენისათვის საჩვენებ

ლად  ჰქონდა წაღებული და მათ გაყიდვას არც აპირებდა.“ეს იქ გაუკვირდათ,თორემ ჩვენთან ეს ამბავი არავის არ უკვირს“.

 სულ 10 პერსონალური გამოფ

ენა ჰქონდა,აქედან 2 თიანეთში.თიანეთი განსაკუთრებულად უყვარს .“ერთ ზაფხულს დასასვენებლად რომ წავედით,უბრალოდ გადავწყვიტეთ დარჩენა და დავრჩით.“ 7 წელი ცხოვრობდა იქ.ბავშვები რომ წამოიზარდნენ და დაოჯახდნენ ცალცალკე ყოფნა გაუჭირდათ და თბილისში დაბრუნდნენ, „ამდენი ოჯახის ცალკე ყოფნა რთულია,ერთ სახლს რომ გაათბობ უკვე საკმარისია.“ამბობს რომ მთებში სიჩუმეც სხვანაირია.

  თიანეთს ახლაც ხშირად სტუმრობს.რამდენიმე  დღით ჩასვლა არ უყვარს.თუ ჩავიდა მერე უკან დაბრუნება უჭირს.“თავიდან ჩასვლა რთულია,ნოსტალგიური გრძნობები რომ აღიძვრება.ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაჩერებული და გაფუჭებული გეჩვენება.ყველა ნივთი შემოგხედავს და იტყვის ჩამოვიდაო.“

  პერსონალური გამოფენა ორჯერ ჰქონდა იტალიაში. პირველი წარუმატებელი გამოდგა.ამ ამბავსაც გულწრფელად ჰყვება,“ჩემი და მუშაობდა გერმანიაში და მასთან წავედი დიდი იმედებით,ხომ იცით წასვლა ყოველთვის მარტივია.პირველი გამოფენა შეიძლება ითქვას არ შედგა და საქართველოში დავბრუნდი,ნახატების ნაწილის წამოღება ვერ მოვახერხე.შემდეგ უკვე ჩემი დის მეგობარი კიარა დაგვეხმარა გამოფენის მოწყობაში.ეს იყო მეგობრული დახმარება და არა ის, რომ ჩემს ნამუშევრებს განსაკუთრებული მოწონება დაემსახურებინა.“როგორც თავად ამბობს  გამოფენის გაკეთების სურვილი არასდროს არ აქვს.ნახატებს მოწესრიგება სჭირდება,ჩარჩოები,რომელსაც ისე ვერ არგებს როგორც თავად სურს,მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ყურადღების ცენტრში ყოფნაა,რაც ლევან ხარანაულს არ უყვარს.

  განსახვავების დანახვა ქართველ და უცხოელ შემფასებლებს შორის უჭირს.ამბობს,რომ საზღვარგარეთ ხელოვანებს უფრო მეტად აფასებენ.“დაფასება იქით უფრო არის,ჯერ მარტო უზარმაზარი მუზეუმებია.ჩვენ ვერ ამოვისუნთქეთ,სულ ასე ვართ ერთი ორმოდან,მეოორეში.“

 ლევან ხარანაულის თქმით უკეთესად იქ ხატავს,სადაც საკუთარი თავი მას ეკუთვნის,ნესმიერ ადგილას,სადაც  საქმესთან ერთადაა.მისი ნამუშევრებიდან პორტრეტები ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს. ძალიან უყვარს მეგობრების პორტრეტების ხატვა.ადრე შვილებსაც ხშირად ხატავდა,მაგრამ ახლა ამბობს, რომ რაც წამოიზარდნენ,მას შემდეგ აღარ აწუხებს მათ.

  ლევან ხარანაულის მიერ არის ილუსტრირებული არა ერთი წიგნი.მისი მამის,ბესიკ ხარანაულის ორი წიგნის მხატვრობა მას ეკუთვნის.როგორც თავად იხსენებს,„სიამტკბილობით ნამდვილად ვერ ვთანამშრომლობდით,ახლა უკვე აღარ ვუფორმებ წიგნებს, როგორც ჩანს, ისწავლა მამამ ჭკუა.“

  წიგნის ილუსტრირება, მხატვრის აზრით,რთულია.“იყო საუბარი, რომ ქართლის ცხოვრება გამეფორმებინა  2 თვეში.მე 2 თვე მხოლოდ იმისთვის დამჭირდა,
 
  როგორც ხშირად ხდება ხოლმე,ლევან ხარანაულის შემთხვევაშიც, მშობლის გზას მიჰყვებიან შვილებიც.“გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს,მე არ ჩავრეულვარ.მიხარია რომ ეს გზა აირჩიეს,რადგან ვფიქრობ,რომ ხელოვნებაში უფრო მეტად დაცული ხარ.ყოველ შემთხვევაში,აქამდე ასე მეგონა,მაგრამ აქაც აღმოჩნდნენ კარიერისტი ხელოვანები,სკამების გამო რომ ხოცავენ ერთმანეთს.“რომ საღებავი შემერჩია,ჩამოვყალიბებულიყავი რა ტიპის უნდა ყოფილიყო ეს გაფორმება,რა მასალაში გავაკეთებდი,რა ფერში.როგორც ჩანს, ეცოტავათ 2 თვეში ჩემი შესრულებული სამუშაო.“

   შემოქმედებითი საქმიანობა ძალიან უყვარს.რომ არა მხატვარი,ამბობს რომ მევიოლინე იქნებოდა და ახლა რომელიმე ორკესტრში დაუკრავდა.მისი სახელოსნო ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოყოფილი ერთი ოთახია,სადაც უამრავი ნახატია თავმოყრილი ერთად. ნახატების შენახვისთვის ხელსაყრელი  პირობები ნამდვილად არ არის,მაგრამ როგორც თავად ამბობს ღიმილით „უარესიც შეიძლება“.

  ლაპარაკი არ უყვარს და ალბათ მართალიცაა,ყველაზე კარგად მხატვრის სათქმელს მისი ნახატები გადმოსცემენ.

მომზადებულია სასწავლო კურს "ბეჭდური მედია"-ის ფარგლებში

ხელმძღვანელი: მაია ტორაძე