თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრმა, პროექტ „მეგობართა კლუბის“ ფარგლებში, უმასპინძლა ცნობილ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს — რუსუდან ჭყონიას!
გადაღებული აქვს 4 ფილმი (აქედან ერთი დოკუმენტური). მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი” გაიღიმე” საქართველოდან წარდგენილი იყო “ოსკარზე”(2013 წ.), საუკეთესო უცხოურენოვნი ფილმის ნომინაციაზე. არის მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი, წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 170 კინოფესტივალზე, აღებული აქვს 25 პრიზი.
შეხვედრა, მხატვრული ფილმის “ვენეცია” ჩვენებით დაიწყო და ვინაიდან ახლა იწყება ფილმის საფესტივალო გზა, მნიშვნელოვანი იყო რომ სტუდენტებს მიეცათ მისი ნახვის და ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობა.
რეჟისორმა სტუდენტებს უამბო თავისი შემოქმედებითი გზის, თანამედროვე ქართული კინოს გამოწვევებისა და ფილმების უკან მდგარი სოციალური თემების შესახებ.
რუსუდან ჭყონიამ ასევე ისაუბრა რეჟისორის პროფესიის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილებაზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარი ისტორიის გადმოცემა ვიზუალური ფორმით.
სტუდენტებმა სტუმარს მრავალფეროვანი, როგორც თემატური, ისე პროფესიული კითხვები დაუსვეს, რამაც შეხვედრა განსაკუთრებულად საინტერესო და ინტერაქციული გახადა.
მულტიმედია ცენტრის „მეგობართა კლუბი“ წარმოადგენს ქართულ ჟურნალისტურ, საექსპერტო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ წრეებში მომუშავე პროფესიონალთა გაერთიანებას.
„მეგობართა კლუბი“-ს შექმნის მიზანია, მომავალი ჟურნალისტებისთვის პრაქტიუკული ცოდნის გაზიარების პარალელურად, მომავალი რესპოდენტებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, ე.წ.სანაცნობო წრის (ნეთვორქი), გაფართოება.
მოწვეული სტუმრების სტუდენტებთან შეხვედრები და მათ მიერ ჩატარებული მასტერკლასები, ასევე გახდება მულტიმედია ცენტრის საიტისთვის სხვადასხვა სახის ჟურნალისტური მასალის მომზადების წყარო.