საზოგადოება

თავისუფლების თერთმეტი ხედვა

მულტიმედია ცენტრი

 

 

თავისუფლების თემაზე ფილმების შექმნის კონცეფცია შემუშავდა საქართველოში აშშ - ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტის პროგრამით დაფინანსებული საგრანტო პროექტის -„მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი  საქართველოში“- საორგანიზაციო ჯგუფის მიერ. აღნიშნული ფილმების იდეა ერთ-ერთია იმ მრავალთაგანია, რაც საგრანტო პროექტით იყო გათვალისწინებული და წარმატებით განხორციელდა.

რა არის თავისუფლება, როგორ გვესმის მისი არსი, რამდენად ვუფრთხილდებით ამ მონაპოვარს, გვაქვს თუ არა მისი გააზრების უნარი, შეგვწევს ძალა, ვიცხოვროთ თავისუფლებაში, მივიღოთ განსხვავებული, გადაჭარბებულად ხომ არ აღვიქვამთ საკუთარ თავისუფლებას და ამით ხომ არ ვაზიანებთ სხვის უფლებებს, გვაქვს თუ არა გააზრებული თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართების მნიშვნელობა - მსგავსი კითხვები  დაისმის  ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრებში.

თავისუფლების თემაზე შექმნილი მინიფილმების კრებული,  ერთგვარი ხელშემწყობია სტუდენტების შემოქმედებითი და პრაქტიკული მუშაობის უნარების შესაძენად. უკვე, იმ, თანამედროვე ტექნიკური აპარატურით, რომელითაც თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მულტიმედია ცენტრი აღიჭურვა საქართველოში აშშ   საელჩოს ხელშეწყობით.

სტუდენტური ფილმების საპრეზენტაციო ვიდეორგოლი გახლავთ, თავისუფლების შესახებ ფილმების ციკლის პირველი ნაწილი, პროცესი გრძელდება.