ახალი ცხოვრება ახალ მიწაზე

2015-06-17

მათი ყველაზე დიდი სურვილი მშობლიურ აჩაბეთში და მშობლიურ მიწაზე დაბრუნებაა,
ქუჩების ნაცვლად, აქ დანომრილი რიგებია.
ამ რიგებში ჩამწკრივებულ ერთსართულიან სახლებს კი ნომრებით თუ განასხვავებთ ერთმანეთისაგან, რაგდან ყველა ერთი ზომისა და ფერისაა.
წეროვანში ვიზიტის დროს მაინც თვალსაჩინო ხდება, რომ ცხოვრება სხვა დასახლებებთან შედარებით იქ უფრო დინამიურად ვითარდება.
მიწა, რომელიც ერთ დროს არაფრის მომცემი ჩანდა, ახლა დამუშავებული და ნაყოფიერია.
როგორც ამბობენ, აქ ცხოვრებას მიეჩვივნენ, თუმცა მათი თვალებიდან მაინც სევდა და მომავლის იმედი გამოსჭვივის.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებია
სტუდენტი - ხატია მიშელაშვილი
ლექტორი - მაია ტორაძე