ბუკინისტები

2019-02-02

თბილისის თითქმის ყოველ უბანში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ამინდისა თუ სხვა გარემოებების მიუხედავად ყოველთვის გარეთ სხედან საკუთარ წიგნებთან ერთად. ისინი ბუკინისტები არიან — ადამიანები, რომლებიც იშვიათი ლიტერატურით გვამარაგებენ. ჩვენ მიერ შერჩეულ წიგნებსა თუ ავტორებზე ყოველთვის მონდომებით გვიყვებიან, საკუთარ თავზე საუბარი და ფოტოების გადაღება კი ბევრ მათგანს არ სურს. მიზეზად ზოგი მეორე სამსახურს გვისახელებს, ზოგი კი მსგავს ფრაზას გვეუბნება: "მე რა სასურათე ვარ, არ ვარ ფორმაში".

 

მომზადებულია საგან "ფოტოჟურნალისტიკის" ფარგლებში

ხელმძღვანელი: ნათელა გრიგალაშვილი