H1N1

2019-02-02

H1N1 (ე.წ ღორის გრიპი) საქართველოში დეკემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდა. იმ დროიდან დღემდე ამ ვირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა. 


ის საქართველოში ტრადიციულად დეკემბრის თვეში იჩენს თავს და ხშირად თებერვლის ბოლომდე გრძელდება. სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შეხებული ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება. 


ე.წ. ღორის გრიპისგან თავდაცვის მარტივი გზა პირბადეა, რომელიც გადადების რისკს ამცირებს. ის ბოლო თვეში მოქალაქეების აუცილებელ ატრიბუტად იქცა.

 

მომზადებულია საგან "ფოტოჟურნალისტიკის" ფარგლებში

ხელმძღვანელი: ნათელა გრიგალაშვილი