ჩვენ ვრჩებით სვანეთში (ფოტოგამოფენა)

2014-10-03

ჩვენ ვრჩებით სვანეთში!“

მსჯელობა სვანეთში ხუდონჰესის აშენების შესახებ ჯერ კიდევ 35 წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში  ყველა  მცდელობა -აეშენებინათ ჰესი უშედეგო აღმოჩნდა. ბოლო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის ძირითადი თემა ეკონომიკური სარგებელი, ეკოლოგიური საფრთხე და ქვეყნის განვითარებისთვის ზრუნვაა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყურადღების მიღმა რჩება ყველაზე არსობრივი რამ- ადამიანი და მისი ღირებულებები.

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილისფოტოჟურნალისტიკის სახელოსნოსფარგლებში, მიმდინარე წლის მაისში ხიშის თემს ვსტუმრობდით. პრაქტიკული კურსის მიზანი იყო უკეთ წარმოგვეჩინა იქ მცხოვრები  ადამიანების  ყოველდღიური ცხოვრება, აგვესახა სოფელი, რომლის არსებობა  წლების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პროექტის ავტორი: ნათელა გრიგალაშვილი

 

გიორგი შავერდაშვილი

მარიანა ბაბაიანი

სალომე გორგოძე 

სოფიო მაისურაძე

 

ცისია ცერცვაძე