სოფო დალაქიშვილი  პროფესიით ფარმაცევტია. რამდენიმე წლის წინ, როცა მისი  შვილი დიაბადა ოჯახმა ქალაქგარეთ საცხოვრებლად გადასვლა  გადაწყვიტა.  ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ბავშვების ჯანსაღ და სუფთა გარემოში  აღზრდა იყო. 

სოფოსთვის, ისევე როგორც ადმიანების უმეტესი ნაწილისთვის, ჯანსაღ  გარემოს მათი სიცოცხლისთვის  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  თანამედროვე სამყაროში კი ცხოვრების განვითარების რიტმმა ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ეკოლოგიური მდგომარეობაც. წყლის, ჰაერისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მსოფლიოში და მთელ საქართველოშიც.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  2016 წლის მონაცემებით პლანეტის მკვიდრთა 92% ცხოვრობს ისეთ  დაბინძურებულ  გარემოში,  რომლის  ატმოსფერულ  ჰაერში შხამ-ქიმიკატების შემცველობა ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ზღვარს აღემატება.   ყოველწლიურად კი მსოფლიოში დაბინძურებული ჰაერის   შედეგად   3 მილიონი ადამიანი იღუპება. 

ბოლო წლების განმავლობაში   საქართველო და მათ შორის თბილისიც  რამდენიმეჯერ აღმოჩნდა სხვადასხვა მსოფლიო ორგანიზაციის ყურადღების  ცენტრში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ჰაერდაბინძურებული ქალაქი.    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ცნობით თბილისში დაბინძურების ნიშნული დაწესებულ ზღვარს 2.9-ჯერ აღემატება. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს  2016 წლის ანგარიშების მიხედვით  საქართველოში სულ 44.5 ათასი ტონა მავნე ნივთიერება გამოიფრქვა. Mმავნე ნივთიერებები სხვადასხვა გზით ხვდება ატმოსფეროში. დიდ ქალქებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა  და მათ შორის თბილისშიც ჰაერს სმოგი აბინძურებს.  სმოგი კვამლის, ნისლისა და მტვრის მასაა, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან  წარმოიქმნება, მაგალითისთვის, რომ წარმოიდგინოთ ის ღრუბელივით გროვდება ქალაქის თავზე და ვაკუუმის მსგავს არეს ქმნის. „ ზოგადად თბილისის ტერიტორიაზე ჰაერის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია”- განმარტავს  “ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი” ეკოლოგი თათია ჩიქოვანი. _ “ თბილისის ტერიტორიაზე ყველაზე დაბინძურებული 3 ადგილია აღნიშნული: წერეთლის გამზირი, ვარკეთილის ტერიტორია და ყაზბეგის გამზირი. პარალელურად შეინიშნება ტემპერატურის მომატება, რაც სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდით არის განპირობებული. განსაკუთრებულად მწვავე კი  მაინც ჰაერის დაბალ ფენებში არსებული ტყვიის კონცენტრაციის შემცველობაა”. 2018 წლის 20 ნოემბერს, გერმანიაში მცხოვრებმა სოფო ტაბატაძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ანალიზების ფოტო, რომლის მიხედვითაც ტყვიის შემცველობა მის ორგანიზმში 39.5-დან 43.7 მიკროგრამამდე არის გაზრდილი.  მისი თქმით ეს ცვლილება სწორედ თვენახევრის განმავლობაში თბილისში ყოფნის პერიოდში მოხდა.  როგორც ცნობილია, ტყვია ძვლის უჯრედებში გროვდება და D  ვიტამინის შებოჭვით კალციუმის მეტაბოლიზმს აფერხებს.   შესაბამისად ადამიანებს, რომელთაც  მსგავსი  დაბინძურებული  ჰაერის შესუნთქვა უწევთ,   არ არის გამორიცხული, რომ თმასა და შარდში ტყვიის შემცველობა აღენიშნებოდეთ.  “დაბინძურებული  ჰაერის შესუნთქვა  გულსისხლძართვა სისტემის დავადებებს   ან  სხვადასხვა ტიპის ჯამრთელობის პრობლემას  ქმნის.  შეიძლება გამოიწვიოს  თვალის ლორწოვანი გარსის დაავადებები  ან სულაც გაამწვავოს ალერგიული ფონი. მართალია ეს  ნიშნები  მალევე არ იჩენს თავს, თუმცა რაღაც დროის შემდეგ  ადამიანის ორგანიზმში გარკვეული  პრობლემის სახით ვლინდება- ამბობს კლინიკა ”მედიკორის” ექიმი ირინა ჭიპაშვილი.   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  იულიხის კვლევითი ცენტრისა და ტროპოსფეროს ლაბორატორიის თანამშრომლობის საფუძველზე   შექმნილ შმარტAტმოშიმ ლაბორატორიაში თბილისის  ჰაერის მდგომარეობზე დაკვირვება მიმდინარეობს.   თსუ-ის ანალიზური ფიზიკისა და ქიმიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი, Gგიორგი ჯიბუტი  ქალაქის ჰაერში შხამ-ქიმიკატების ზღვრულ შემცველობაზე გვესაუბრება.  “ჰაერის სინჯებს ქალაქის სხვადასხვა ადგილას და უნივერსიტეტის ტერიტორიზე ვიღებთ.    ძირითადად  აზოტის დიოქსიდისა (NO2)  და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციაა განსაკუთრებით მაღალი ზღვრულ ნორმაზე. ნორმის გადაჭარბება ძირითადად პიკის საათებში ფიქსირდება-ამბობს ის. “ჩვენ ვზომავთ კიდევ ერთ ელემენტს, რომელიც არ იზომება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ.  ეს არის მეთანი.  აზოტის მოქმედება მეთანთან მზის სხივების შუქზე იწვევს ოზონის წარმოქმნას. ოზონი დედამიწის ზედაპირისთვის საცავია, მაგრამ ამ შემთხვევაში  ზედაპირულია და შესუნთქვის შემთხვევაში ტოქსიკურია.  მისი აზრით პრობლემაა ის, რომ “თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე ხალხი ცხოვრობს ქუჩის პირას (მარჯანიშვილზე, ჭავჭავაძეზე) და ამგვარი ტოქსიკური ნაერთები უხვად ხვდება მათ ორგანიზმში, რაც  ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგალითად, ვარკეთილის ტერიტორიაზე  ხშირად  ოზონის შემცველობაა მაღალი”. ჯიბუტის  განმარტებით ჰაერის დაბინძურება ქალაქში სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. “ერთ შემთხვევაში პრობლემაა მშენებლობები, რის გამოც კონკრეტული უბნები ნორმალურად არ ნიავდება. ასევე მანქანების   მდგომარეობაც ჰაერის დაბინძურებასთან არის მიბმული.  ავტომანქანის გამონაბოლქვი შეიცავს  NO -  აზოტსა  და  NO2- აზოტის დიოქსიდს.  განსაკუთრებით დიზელის მანქანებში  არის ეს პრობლემა. Gგიორგი ჯიბუტის აზრით, გამოსავალი მაინც საზოგადოებრივი ტრასპორტის მოწესრიგება, მშენებლობების სწორი დაგეგმარება და ავტომანქანების ტექდათვალიერებაა, ოღონდ ესეც ძალიან სწორად უნდა დარეგულირდეს. მისი თქმით “მანქანებისთვის კატალიზატორები  აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება გაგვიჭირდება”. 

აღსანიშნავია, რომ ეფექტიანობის აუდიტის სამსახურის 2018 წლის დასკვნაში დაბინძურების გამომწვევ მთავარ მიზეზად სწორედ  ავტომანქანების გამონაბლოქვია დასახელებული, ხოლო მთავარ დამაბინძურებელ ნივთიერებებად ბენზოლი და აზოტის ორჟანგია აღნიშნული.   

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მანქანების ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სავალდებულო გახდა. ტექინსპექტირების მომდევნო ეტაპი ივლისიდან დაიწყო, ხოლო 2018 წლის ოქტმბრიდან მსუბუქი ავტომიბილებისთვის გახდა აუცილებელი. KტექინსპექტირებისPპროცესი 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით ჰაერის ხარისხის კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს  როგორც თბილისში ასევე სხვა ქალაქებში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და მცხეთაში.  ავტომატური სადგურების საშუალებით ისაზღვრება დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. ჰაერში ტყვიის შემცველობის ნორმას  განსაკუთერბით აკვირდებიან საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე. სააგენტოს ცნობით ნოემბერში მყარი ნაწილაკების  PM10 – ის საშუალო წლიური  გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ დაფიქსირდა. Gროგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, გარემოს ეროვნული სააგენტო დაკვირვების შედეგებს  ყოველდღიურად აქვეყნებს და ჰაერის  ხარისხის მონიტორინგის პროცესს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები აღიქვამენ და გარკვეულწილად ცდილობენ არსებული პრობლემების მოგვარებას, ქალაქში მაინც მძიმე მდგომარეობაა. ეკოლოგიური ფონის დამძიმება დამატებით სხვადასხვა ტიპის პრობლემებს უქმნის ადმაინებს, ამიტომ ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების დასაცავად სწრაფი და ქმედითი უნარების გადადგმაა აუცილებელი. 

 

მომზადებულია საგან "ბეჭდური მედიის" ფარგლებში,

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე